Skip to content Skip to footer
0 items - 0.00 ₾ 0
ასაკობრივი შეზღუდვები

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ფესტივალზე ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე ისეთი წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, კერძოდ:

10 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებისთვის ფესტივალზე შემოსვლა უფასოა, მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ ბილეთიანი სრულწლოვანი პირი, რომელმაც უნდა იქონიოს ბავშვის ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.
11-14 წლის ასაკის ბავშვებისთვის ფესტივალზე შესვლა ფასიანია და მათ აუცილებლად უნდა ახლდეთ თან ბილეთიანი სრულწლოვანი პირი.
15-16 წლის მოზარდებს ფესტივალის ტერიტორიაზე მოხვედრა დამოუკიდებლად შეუძლიათ ბილეთის შეძენის შემდეგ, თუმცა მათაც თან უნდა იქონიონ ასაკის დამადასტურებელი მოწმობა.

შეგახსენებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას სამაჯურებზე:

Tbilisi Open Air 2024 -ზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ თქვენი ბილეთი/აბონემენტი ტერიტორიის შესასვლელშივე გადაცვალოთ სამაჯურში.

სამაჯურის ტარება აუცილებელია!

შეუძლებელია დაზიანებული/ზედმეტად გადაჭერილი სამაჯურის შეცვლა. სამაჯურის თვითნებურად მოხსნის შემთხვევაში ვერ შეძლებთ გადაცვლას და შესაბამისად, არ დაიშვებით ფესტივალის ტერიტორიაზე.

გადამყიდველებისგან შეძენილ ბილეთებზე ფესტივალი პასუხისმგებლობას არ იღებს. მესამე პირისგან შეძენილი ბილეთით, შესაძლოა, ფესტივალზე ვერ მოხვდეთ.

გთხოვთ, ბილეთები შეიძინოთ მხოლოდ კარზე და მითითებული ბმულიდან: tkt.ge/openair

ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში, გაიყიდება აბონემენტები და 21-22-23 ივნისის დღიური და ღამის ბილეთებიც.

დღიური ბილეთის მფლობელებს შეუძლიათ მხოლოდ იმ კონკრეტული დღისა და ღამის განმავლობაში ფესტივალზე დასწრება.

ღამის ბილეთის მფლობელები ფესტივალზე შემოსვლას მხოლოდ იმ კონკრეტული საფესტივალო დღის შესაბამის დროს (00:30-დან-09:00-მდე) შეძლებენ.

აბონემენტის მფლობელებმა აუცილებელია, გაითვალისწინოთ, რომ სამაჯური უნდა ატაროთ მთელი ფესტივალის განმავლობაში.